ბრიტანეტეთში დააკავეს რუს ოლიგარქთან დაკავშირებული მესამე თვითმფრინავი. ამის შესახებ The Guardian ტრანსპორტის მინისტრ გრენტ შაპსზე დაყრდნობით წერს.
„ჩვენ უსაქმოდ არ დავჯდებით და ვუყურებთ მათ, ვინც პუტინის მფარველობის წყალობით მილიარდებს შოულობს, უპრობლემოდ ცხოვრობს, მაშინ როცა სადღაც უდანაშაულო ადამიანებს კლავენ“, - განაცხადა მან.
ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრის თქმით, თვითმფრინავი დარჩება აეროპორტში, ვიდრე ბრიტანელი ოფიციალური პირები არ დარწმუნდებიან, რომ ის ექვემდებარება სანქციებისა და შეზღუდვებს, რომლებიც დაწესებულია რუსეთის ფედერაციასთან ასოცირებულ ყველა თვითმფრინავზე.
ტრანსპორტის სამინისტროში არ აცხადებენ, თუ რომელ ოლიგართან შეიძლება იყოს დაკავშირებული ბრიტანეთში დაკავებული თვითმფრინავი.
ბრიტანეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ადრე გაავრცელა ინფორმაცია რუს ოლიგარქ ევგენი შვიდლერთან, აბრამოვიჩის თანამოაზრეთან დაკავშირებული ორი თვითმფრინავის დაკავების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 29 მარტს 38 მილიონი ფუნტის ღირებულების ელიტარული იახტა დააკავეს ლონდონის სანაპიროზე. მისი ოფიციალური მფლობელი არ არის სანქციების სიაში, მაგრამ რეალური მფლობელის სახელი ჯერ უცნობია.
მანამდე The Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანქცირებული რუსების არაერთმა თვითმფრინავმა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველი კვირის შემდეგ, მოახერხა ევროკავშირისა და ბრიტანეთის აეროპორტების გამოყენება.
ბრიტანეთის ხელისიფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში ორი კერძო თვითმფრინავი დააკავა, რომელიც რუს ოლიგარქ ევგენი შვინდლერს ეკუთვნის, რომელიც რომან აბრამოვიჩის მეგობარია. ამის შესახებ The Guardian წერს.
ბრიტანეთის ხელიუფლება ორი თვითმფრინავის წარმომავლობას სამი კვირა იკვლევდა. ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა გრანტ შაპსმა განაცხადა, რომ გამოსცა დადგენილება თვითმფრინავების დაკავების შესახებ, რადგან გაირკვა, რომ ისინი სანქციების ქვეშ მოექცა.
The Times-ის მონაცემებით თვითმფრინავი Bombardier Global 6500 $45მილიონი ღირს და ფარნბოროს აეროპორტში დგას. მეორე Cessna Citation Latitude, რომლის ფასიც $13 მილიონია ბიგინ-ჰილზში.
Reuters-ის მიერ 14 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატები ევროკავშირის სასანქციო სიაში რომან აბრამოვიჩის შეყვანაზე შეთანხმდნენ.
სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პუტინის ახლოს წრეს და მასთან დაახლოებულ ოლიგარქებს დაუწესდათ. დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში მითითებულია, რომ რომან აბრამოვიჩი კრემლის მომხრე ოლიგარქია.
ასევე წაიკითხეთ
დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა
სანქცირებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი თელ-ავივის აეროპორტის VIP დარბაზში შენიშნეს - Reuters
სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა
რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News
აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა